მისია/ამოცანა

  1. ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის'' (PFP) პროგრამისა და ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მომზადება და შეფასება.
  2. სამთო  მომზადების საერთაშორისო კურსების დაგეგმვა და ჩატარება, ალპინიზმისა და სამთო ტაქტიკურ-ტექნიკური სპეციალისტების მომზადება/გადამზადება.
  3. სამთო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 
  4. განახორციელოს საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების სადაზვერვო ოცეულებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობის მომზადება სამთო ტაქტიკურ-ტექნიკური მიმართულებით.