სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი PFP ფარგლებში

28 თებერვალს დასრულდა პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინის, პოლონეთის, ბელორუსიის, აზერბაიჯანის და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეებმა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად. კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა 28  თებერვალს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ბაზაზე, კურსდამთავრებულებს კურსის დასრულება მიულოცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა და კურსზე მონაწილე უცხოელ სამხედრო მოსამსახურეთა ქვეყნების სამხედრო ატაშეებმა.